ტრანსპორტი

პრემიერი: მცხეთა-ვლადიკავკაზის ავტობანი აუცილებლად უნდა გაკეთდეს

2020 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს საქართველოს მთავარი სატრანზიტო მაგისტრალები, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ახალი პროექტი მცხეთა ვლადიკავკაზის ავტობანის, ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის რომ ლარსიდან მცხეთამდე - და ალბათ აქ საჭირო იქნება თანამშრომლობა ჩვენს მეზობელთანაც, ეს საინჟინრო გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული, იქნება უფრო ფართო გზა ვიდრე დღეს არის თუ იქნება 4 ზოლიანი გზა, თუ ამის საშუალებას მოგვცემს საინჟინრო გადაწყვეტა - ალბათ უნდა გაფართოვდეს და ნამდვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტობანი გაკეთდეს. ეს ძირეულ ცვლილებებს შეიტანს რა თქმა უნდა სტეფანწმინდის განვითარებაში და რა თქმა უნდა ეს იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმ კუთხითაც რომ გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება აქ. ეს იქნება უმნშვნელოვანესი ნაბიჯი იმისთვის რომ სატრანზიტო პოტენციალი განვითარდეს, და რა თქმა უნდა ამასთან ერთად ტურისტული პოტენციალიც.

სტეფანწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები