ე.წ კანონიერი ქურდები

თბილისის აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი თეიმურაზ ჩხეტიანი დააკავეს

police.ge


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინიდან დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდი თეიმურაზ ჩხეტიანი დააკავეს. ის საქართველოში ოდესა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა.

ე.წ. კანონიერი ქურდის ოდესაში დაკავებასა და საქართველოში დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ საკუთარ Facebook გვერდზე უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1971 წელს დაბადებული ჩხეტიანი წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი . ბოლო რამდენიმე წელი ის რუსეთში ცხოვრობდა.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს.

კომენტარები