ე.წ კანონიერი ქურდები

შსს: დავაკავეთ კანონიერი ქურდი

შსს

სამართალდამცველებმა კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბაჩუკი ფ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბაჩუკი ფ. ბოლო 15 წელი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია "კანონიერ ქურდად". "დაკავებული კანონიერ ქურდობას აღიარებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც "ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ."

კომენტარები