ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

ნაცვლიშვილი: პაპუაშვილის განცხადებაზე დროული რეაგირება უნდა მოხდეს

ძალიან საგანგაშოა, თუ ის ფაქტები ხდება, რაზეც საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ასეთი ფაქტების ადგილი დემოკრატიულ და კანონმორჩილ საზოგადოებაში არ არის, მაგრამ მუდმივად, სანამ კანონმდებლობა არ მოგვცემს სრულ გარანტიას, რომ მსგავსი მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა არ ექნებათ სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებს, სანამ მსგავსი ფაქტებისთვის კონკრეტული ადამიანები არ დაისჯებიან, მუდმივად იარსებებს შესაძლებლობა, რომ მოსამართლეებსა თუ სხვა ადამიანებზე ამ ფორმით განხორციელდეს ზეწოლა. თავად პაპუაშვილის განცხადებაში იყო მზაობა, რიომ შეხვდეს უმაღლესი თანამდებობის პირებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა რაც შეიძლება, დროულად შედგეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა დროული რეაგირება მოახდინონ კანონმდებლობის ფარგლებში. გაჟღერებული ინფორმაცია უკვე წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს. არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ ინტერესს, რომ დახურულ ფორმატში შევხვდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და სხვა დაინტერესებულ მოსამართლეებს, რათა მეტი ინფორმაცია მივიღოთ ამ ფაქტებზე.

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის გაკეთებულ განცხადებაზე.

კომენტარები