ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

კალაძე საკონსტიტუციოზე: აშკარად იკვეთება, რომ არის პოლიტიკური სპეკულაციები

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, აშკარად იკვეთება და ჩანს, რომ არის პოლიტიკური სპეკულაციები. თავიდან, როცა ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება, მაშინვე ვთქვი, რომ არსებობდა ამის საფუძვლიანი ეჭვი. თუმცა, საუბარი იყო კონკრეტული მოსამართლეების ზეწოლაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან იყო გაკეთებული განცხადებები ამასთან დაკავშირებით. დაწყებულია გამოძიება, თუმცა, პარალელურად ვისმენდით განცხადებებს მოსამართლეების მხრიდან, რომ არანაირი ზეწოლა, არანაირი თვალთვალი მათზე არ მიმდინარეობდა და აშკარად იკვეთებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები. კონკრეტულ ფაქტს [ლალი ფაფიაშვილის დედის საქმე], რომელზეც საუბრობთ, არ ვიცი რა თემაზეა და ვერ გეტყვით.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ლალი ფაფიაშვილის დედის საქმეზე.

კომენტარები