ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

ომბუდსმენი: მივცეთ საშუალება სასამართლოს, თვითონ აირჩიოს ხელმძღვანელი

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არ მოახდინონ ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე თავმჯდომარის არჩევის პროცესში.

"მივცეთ საშუალება სასამართლოს, თვითონ გადაწყვიტოს, თვითონ გამოავლინოს და აირჩიოს ხელმძღვანელი ისე, რომ მუშაობა იყოს მაქსიმალურად ობიექტური, გარე ძალების, პოლიტიკოსების მხრიდან არ იყოს არანაირი ზეწოლის ნიშნები. ამიტომ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი საქმე განახორციელონ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ უნდა შეიკავოს თავი კონკრეტული პოლიტიკური შეფასებებისგან იმ პროცესებისადმი, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს", - ამბობს ნანუაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებული პლენუმი სასამართლოს თავმჯდომარეს დღეს, 20 ოქტომბერს აირჩევს. საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, სხდომა 16:00-ზეა ჩანიშნული. 

კომენტარები