თბილისის მიკროავტობუსი

კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, 66 მძღოლს მუშაობა 10 დღით აეკრძალა

თბილისის მიკროავტობუსის ინფორმაციით, კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, 66 მძღოლს მუშაობა 10 დღით აეკრძალა. კომპანიის ცნობითვე, კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, 70 მიკროავტობუსს ხაზზე გასვლა აეკრძალა. თბილისის მიკროავტობუსი 20 ივლისიდან მონიტორინგის ჯგუფებს ოთხივე ავტოპარკში გაზრდის. შემოწმება მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩატარდება.

"ხაზზე გამოსვლამდე ყოველი მიკროავტობუსი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას და კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მანქანას აეკრძალება ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება. მონიტორინგის დღევანდელი შედეგების თანახმად, ხაზზე გასვლა აეკრძალა 70 მიკროავტობუსს.

ასევე მოგახსენებთ 19 ივლისის მონიტორინგის შედეგებს, რომლის თანახმადაც გამოვლინდა 66 მძღოლი, რომელიც მგზავრთა გადაყვანის დროს შეგნებულად არ რთავდა ჰაერის გამაგრილებელს. უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა შესაბამისი სანქციები და ათი დღის ვადით აეკრძალათ მიკროავტობუსებზე მუშაობა. ტექნიკური შემოწმება რეგულარულად ჩატარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში", - აცხადებს თბილისის მიკროავტობუსი.

კომენტარები