თბილისის მიკროავტობუსი

კალაძე 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლებას აპირებს და 2 კვირაში ამის გეგმას ითხოვს

თბილისის მიკროავტობუსი

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ფრანგული კომპანია სისტრას კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქში მიკროავტობისების როლი და არსებობა მნიშვნელოვანია. მან თბილისის ვიცემერს დაავალა კომპანია თბილისის მიკროავტობუსთან მოლაპარაკება, რათა 2020 წლიდან უკვე დაიწყოს მიკროავტობუსების პარკის განახლების პროცესი.

"ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან, ქუჩების გაბარიტებიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია იმ გაბარიტის ავტობუსებით გადაადგილება, რაც შემოჰყავს თბილისის მერიას. 

კვლევამ გვაჩვენა, რომ მიკროავტობუსების როლი და არსებობა ქალაქში არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოებას კი არ უნდა შეუმცირდეს ტრასპორტზე ხელმისაწვდომობა, არამედ გავუზარდოთ. მიკროავტობუსის როლი შიდა საუბნო დონეზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

კვლევა აჩვენებს, რომ მიკროავტობუსები აუცილებელია. შეიძლება არა იმ რაოდენობით, რაც თავიდან იყო, მაგრამ ინტეგრირება საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მნიშვნელოვანია.

მაგრამ ამ მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და საზოგადოების მხრიდა წყენაც და მითითება, თუ როდის მოხდება ამის ჩანაცვლება, არის ლეგიტიმური, არ უნდა გვეწყინოს, როცა საზოგადოება გამოთქვამს აზრს ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

აქამდე მიზანმიმართულად არ ვსაუბრობდით ამაზე, რადგან ველოდებოდით ამ დასკვნას, რათა შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადაგვედგა.

ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის მიუღებელია მიკროავტობისების ამ მდგომარეობაში ხილვა, როდესაც ჩვენ დაწყებული გვაქვს ავტობუსების პარკის მთლიანი განახლება და ჩანაცვლება.

რიოდესაც ხედავ ქალაქში მიკროავტობუსებს ამ მდგომარეობაში, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ზოგს საერთოდ ძირი აქვს გავარდნილი და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, მე არ ვაპირებ კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ თუ როდის ჩაანაცვლებენ და განაახლებენ ამ მიკროავტობუსებს, მინდა დავავალო ვიცემერს, რაც შეიძლება სწრაფად, ორი კვირის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია შესაბამის კომპანიასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი.

ჩემთვის, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა მოახერხონ ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე, ამიტომ ორ კვირაში წარმოადგინეთ კონკრეტული გეგმა, რომ 2020 წლიდან უკვე დაიწყოს ჩანაცვლების პროცესი" - თქვა კალაძემ.

კომენტარები