რუსთავი 2-ის საქმე

ბიბილაშვილი: ივანიშვილი ვერ წაიღებს რუსთავი ორს, ის წააგებს ხელისუფლებას

ამ პროცესმა ბოლომდე გააშიშვილა ხელისუფლება, ბოლომდე გააშიშვლა ივანიშვილი. ყველას, თუ ვინმეს რაიმე ეჭვი რჩებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვქონდა შეხება, დღეს ეს ეჭვი უნდა გაქარწყლებოდა. ჩვენი ამოცანა იმთავითვე იყო, რომ საერთაშორისო და ქართული საზოგადოებისთვის დაგვენახებინა ჩვენი სიმართლე - როგორც კანონის წინაშე, ისე მორალური თვალსაზრისით. ჩვენ ეს შევძელით. დღეს აბსოლუტურად არავის, ივანიშვილზე უშუალოდ დამოკიდებული ადამიანების გარდა, არ ეპარება იმაში ეჭვი, თუ რასთან გვაქვს შეხება, ეს არც სასამართლო ყოფილა, არც მართლმსაჯულება... მე დღეს ისე, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, ხალხი გაიმარჯვებს, ივანიშვილი ვერ წაიღებს რუსთავი ორს და ის წააგებს იმას, რის შენარჩუნებასაც ცდილობს ამ გზით, ის წააგებს ხელისუფლებას.

TV საქართველოს ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

კომენტარები