რუსთავი 2-ის საქმე

დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - დამფუძნებლებს 60%-იანი წილი არ დაუბრუნდებათ და ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დარჩა.

რუსთავი 2 2019 წლის 18 ივლისს ქიბარ ხალვაშს გადაეცა, იმავე დღეს, ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

2019 წლის 30 ივლისს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს 40%-იანი წილი შესთავაზა, რომელზეც მათ უარი თქვეს. მათი მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ რუსთავი 2-ის 60%-იანი წილი დააყადაღა. დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ 2004 წელს იძულებით დაათმობინეს ტელეკომპანიის წილი. იმავე წელს გახდა ხალვაში მფლობელი, რომელიც ასევე აცხადებს რომ მას იძულებით შეაძენინეს წილი და შემდეგ იძულებით დაათმობინეს 2006 წელს. 

კომენტარები