რუსთავი 2-ის საქმე

დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე

საქალაქო სასამართლო დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეს საბოლოოდ გადაწყვეტს. დამფუძნებელი დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის 60%-იან წილის დაბრუნებას ითხოვენ ქიბარ ხალვაშისგან, რომელიც რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მეპატრონეა. დავით დვალის თქმით, მოლოდინი ოპტიმისტურია და ამ საქმეს ბოლომდე გაჰყვებიან.

"მოლოდინი გვაქვს ოპტიმისტური, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ დარწმუნებული სასამართლო რამდენად მიუკერძოვებელი იქნება. ჩვენ წარვადგინეთ ყველანაირი მტკიცებულება, რომ გარიგება უსამართლოდ და ზეწოლის ქვეშ მოხდა, შესაბამისად როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, ჩვენ აუცილებლად მივყვებით ამ საქმეს ბოლომდე". - განაცხადა დვალმა.

რუსთავი 2 2019 წლის 18 ივლისს ქიბარ ხალვაშს გადაეცა, იმავე დღეს, ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. რუსთავი ორიდან წასულმა თანამშრომლებმა ტელეკომპანია მთავარი არხი დააფუძნეს.

კომენტარები