ე.წ. კაბელების საქმე

კაბელების საქმის ადვოკატები მთავარ პროკურორს დებატებში იწვევენ

ლევან სამუშია
თეორემა/ტაბულა

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები საქართველოს პროკურატურას და მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დებატებში იწვევენ. ლევან სამუშიასა და სოსო ბარათაშვილის განცხადებით, დღეს პროკურატურის მხრიდან მოხდა სიცრუის კიდევ ერთხელ ტირაჟირება. 

"მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას, ასევე მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, ნუ იმალებიან და ნუ საუბრობენ მხოლოდ ერთი მხრიდან. გამოვიდნენ საჯაროდ ნებისმიერ დებატებში, თუნდაც წამყვანად მოიყვანონ მოსამართლე ბუგიანიშვილი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს და ეს საზოგადოებამ შეაჯეროს, ვის მხარეს არის სამართალი, ვინაიდან სასამართლოს ნდობა არ გააჩნია, ჩვენ ავირჩიეთ მსგავსი ფორმატი", - თქვა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმის მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თქმით, ცდილობენ საქმეს პოლიტიკური ელფერი მისცენ და სრულიად უსაფუძვლოდ მოახდინონ მართლმსაჯულების პროცესის და პროკურატურის დისკრედიტაცია.

კომენტარები