ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს.
სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მათ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრები დახვდნენ.
თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს პრეზიდნტმა შეიწყალა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე მუხლი გადააკვალიფიცირა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეცვალა. როგორც მათი ადვოკატი ლევან სამუშიას ამბობდა, დაკავებულები 2 თვეში უნდა გათავისუფლებულიყვნენ.