ე.წ. კაბელების საქმე

ბიბილაშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე: ივანიშვილმა მძევლები გაათავისუფლა

ეს ადამიანები იყვნენ ბიძინა ივანიშვილის მძევლები, პოლიტიკური პატიმრები. ისინი გამოიყენეს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. როგორც ჩანს ივანიშვილს ისინი მძევლებად აღარ სჭირდება და გაათავისუფლა. თუმცა საქართველოში პოლიტიკური პატიმრები რჩებიან. ნაციონალური მოძრაობა ხალხთან ერთად იბრძოლებს ბოლომდე, ვიდრე ყველა პოლიტიკური პატიმარი არ დატოვებს საპატიმროს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი, ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების პრეზიდენტის მიერ შეწყალებას ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები 27 იანვარს შეიწყალა. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, საქმე აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე.

კომენტარები