ე.წ. კაბელების საქმე

შოთაძე კაბელების საქმეზე: უსაფუძვლოდ ახდენენ პროკურატურის დისკრედიტაციას

საჯარო ეთერების საშუალებით რიგი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და სხვათა მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილება მონათლულ იქნა უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებად. მაქვს კითხვა, რით ხელმძღვანელობენ ეს ადამიანები, როდესაც საუბრობენ გამამტყუნებელი განაჩენის დაუსაბუთებლობაზე და უკანონობაზე, როდესაც ეს განაჩენი ჯერ თვალით არავის უნახავს. ცალსახაა, რომ ამ ხალხს ამოძრავებს პირადი მოტივაცია, რათა ამ საქმეს მისცენ პოლიტიკური ელფერი, სრულიად უსაფუძვლოდ მოახდინონ მართლმსაჯულების პროცესის და პროკურატურის დისკრედიტაცია.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ე.წ. კაბელების საქმეზე დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა და მათ მიმართა.

კომენტარები