ე.წ კაბელების საქმე

გოგუაძე: პირადად ივანიშვილმა მითხრა, რომ ალასანიაზე მასალებს აგროვებდა

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების წევრი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიაზე მასალებს ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში ამზადებდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა პირადად უთხრა.

"დღესაც იგივე ინტერესი აქვს ბიძინა ივანიშვილს, რაც ჰქონდა 2 წლის და 4 წლის წინ. ზუსტად იანვარში მე მასთან მქონდა ლაპარაკი და ზუსტად ვიცოდი, რომ ირაკლი ალასანიაზე იგი აგროვებდა მასალას, რომ როგორმე ჩამოეშორებინა. დიახ, მე მისი პირადი მტერი ვარ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა პირადად ჩაიდინა ეს უსამართლობა. საქართველოს ჯარისკაცები ჩასვა ციხეში პირადი მოტივების და პირადი შურისძიების გამო", - განაცხადა გოგუაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში სტუმრობისას.

კომენტარები