ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმის პროკურორები რუსეთის სს კოდექსის კომენტარებს ციტირებენ

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ე.წ. კაბელების საქმის პროკურორებს დასკვნით სიტყვაში ბრალდების დასასაბუთებლად რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის კომენტარებიდან ამონარიდები მოჰყავთ.

"იურიდიულ ლიტერატურაში მოცემულია მაგალითები იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსის სწორედ 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს -"გაფლანგვას“ წარმოადგენს ისეთი შემთხვევაც, როდესაც მოვაჭრემ უკანონოდ, მესაკუთრის მიერ განსაზღვრულ ღირებულებაზე დაბალ ფასად, მიჰყიდა მისთვის მიბარებული ქონება მოქალაქეებს ან კიდევ ნათესავს. (იხ. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი პირველი, 2005 წლის რედაქცია, გვ. 311; "პასუხისმგებლობა ეკონომიკური დანაშაულისათვის“, 1999 წლის რედაქცია, ავტ. მზია ლეკვეიშვილი და მამულაშვილი, გვ. 50; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის კომენტარები, ავტორები: ვ.მ. ლებედევა და იუ. ი. სკურატოვა. 2002 წლის რედაქცია, გვ. 393; სისხლის სამართლის კოდექსის კომენტარები რსფსრ, 1971 წლის რედაქცია, ავტორთა კოლექტივი: ალაშკინა, გოლნერინა, ზაგოროდნიკოვა და სხვები, გვ. 227)", - წერია დასკვნით სიტყვაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომენტარების ავტორები მამაკაცები არიან. ყოფილი გენპროკურორი არა იური სკურატოვა, არამედ იური სკურატოვია. ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არა ვიაჩესლავ ლებედევა, არამედ ვიაჩესლავ ლებედევია.

კომენტარები