აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ობამა: ტრამპის გამო მე ნუ დამადანაშაულებთ

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უარყოფს მოსაზრებას, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა შიდაპარტიულ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებების გამო. ობამას ჟურნალისტმა უთხრა, რომ მის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ ამერიკის პოლიტიკაში მზარდ პოლარიზაციასთან დაკავშირებით.

"რესპუბლიკელები ბევრ რამეს მაბრალებენ, თუმცა, იმის თქმა, რომ ჩემი ბრალია მათი საკუთარი პარტიის კანდიდატად დონალდ ტრამპის არჩევა, ზედმეტია", - თქვა ობამამ.

კითხვაზე - რომელი კანდიდატია მისთვის მისაღები დემოკრატიული პარტიიდან, ობამამ საკუთარი ფავორიტის გამხელა არ ისურვა.

რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტ შტატში სწორედ ტრამპმა გაიმარჯვა. რესპუბლიკელთა ნაწილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, ტრამპს ხმა არ მისცენ.

კომენტარები