სოფლის მეურნეობა

აჭარის მთავრობამ 75 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში 499 875 ლარი გადაიხადა

აჭარის მთავრობამ 75 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესაძენად 499 875 ლარი გადაიხადა. ჯერსის ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში მეცხოველეობის დარგის განვითარებას ისახავს მიზნად. მთავრობის ინფორმაციით, პირუტყვის შეძენა მოხდა სამთავრობო ქვეპროგრამა "მაღალპროდუქტიული მერძევე მიმართულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის" ფარგლებში. 

აჭარის მთავრობა ფერმერებსა და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს პირუტყვს თანადაფინანსების პრინციპით გადასცემს. 20% ფერმერი, 80% სახელმწიფო. ფერმერებმა იმისთვის რომ მთავრობის მიერ ნაყიდი ხბოები შეიძინონ გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, მათ მინიმუმ 10 ფური უნდა ჰყავდეთ, ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი მთავრობა მათ მაქსიმუმ 5 დამაკებულ პირუტყვს გადასცემს, რომლებიც მომავალი წლიდან დაიწყებენ რძის წარმოებას. 

აჭარის მთავრობამ 15 ფერმერსა და 15 კოოპერატივს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი უკვე გადასცა. სამინისტრო პროგრამის პირველ შედეგებს 2016 წელს ელოდება.

საერთაშორისო ბაზარზე ძროხის საშუალო ფასი დაახლოებით $900-1000-ია სახელმწიფოს მიერ შეძენილი ძროხის ფასი კი 6665 ლარია, რაც საშუალო ფასს ნიშვნელოვნად აღემატება.

კომენტარები