რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი ურთმელიძის განჩინებაზე: საზღვარგარეთ ამის პრაქტიკა გაცილებით დიდია

მე არ ვარ შემფასებელი და არც კი შევეცდები, შევაფასო სასამართლოს გადაწყვეტილება. კითხვები? კითხვები არსებობს. კითხვები არსებობს ჩემი მხრიდანაც და ამ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ არა ჩვენ და პოლემიკაში შევიდეთ ერთმანეთთან ტელევიზიების წინ, არამედ ისევ სასამართლომ. აი, ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე არსებობს კითხვები, რომ ეს მმართველი უნდა შეეყვანა თუ არ უნდა შეეყვანა? და შეიძლებოდა თუ არა. პირველი, რაც შეიძლება, ვთქვათ - ვერც ნაციონალური მოძრაობის წევრები და ვერც თქვენ შემახსენებთ პიროვნებას, ვინც ამბობს, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია და კანონის ჩარჩოებიდან გავიდა. ურთმელიძის გადაწყვეტილება მაქვს მხედველობაში. საზღვარგარეთ ამის პრაქტიკა არის გაცილებით დიდი, როგორც ვიცი, მოვიკვლიე და ვნახე, ვიდრე ჩვენთან საქართველოში. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები