ასოცირების ხელშეკრულება

ჰერმანი: პლურალისტულ მედიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმატებისთვის

ასოცირების ხელშეკრულება ეფუძნება ერთიანი ღირებულებების გაზიარებას. ფუნქციონირებითი დემოკრატიის შექმნა მარტივი არ არის და ერთ დღეში ეს არ მოხდება. ვიცით, რომ საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. რაც შეეხება პლურალისტულ მედიას, მართლმსაჯულებას - მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის წარმატებისთვის და ვიმედოვნებთ, ეს ძალისხმევა გაგრძელდება. რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს. მრავალფეროვანი პოლიტიკური და მედიაგარემო ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული არჩევანისთვის

ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესზე მსჯელობენ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც მინისტრები და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანიც ესწრებიან. ჰერმანმა გამოსვლაში მედიაპლურალიზმსა და მედიათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

კომენტარები