ასოცირების ხელშეკრულება

ლატვიის სეიმმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

დღეს ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტმა (სეიმმა) საგანგებო სესიაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  

ლატვიის პარლამენტში რატიფიცირებას მხარი ერთხმად (81 ხმით) დაუჭირეს. სეიმმა დღესვე რატიფიკაცია გაუკეთა ასოცირების შეთანხმებებს ევროკავშირსა და უკრაინას და ევროკავშირსა და მოლდოვას შორის.

ამ დროისთვის ლატვია ევროკავშირის წევრი მესამე ქვეყანაა, რომელმაც პარლამენტის საგანგებო სესიაზე ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.  

კომენტარები