მე როგორც ვიცი, არავითარი მსგავსი ტექსტის შემუშავება არ მიმდინარეობს, ან რაზე უნდა შევიმიშაოთ? არის კერძო დავა, მიმდინარეობს სასამართლოში, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენთვის, ყველასთვის, როგორც დეპუტატებისთვის, ისე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებისთვის, მთავარი არის, რომ მედია ხელისუფლებისგან იყოს დამოუკიდებელი. და მეორე, ვინმემ არ მოახერხოს და არ სცადოს, რომ ეს მედიასაშუალება გააჩეროს ისევ და ისევ რაღაც ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის, რისი რისკები, საფრთხეები, ასე თუ ისე, იკვეთება.
tbl.ge/8p3
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი რუსთავი 2-ის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაზე. ცნობისთვის, 23 ოქტომბერს ზვიად კვაჭანტირაძემ თქვა, რომ რუსთავი 2-ის საკითხზე დღეს უმრავლესობა განცხადებას გაავრცელებდა, თუმცა, დღეს განმარტა, რომ ის პერსონალურად თავის განცხადებას გულისხმობდა.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




