ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა

ჭიაბერაშვილი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ინსტიტუტების რღვევას შეაჩერებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შეჩერება სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევას შეაჩერებს. 

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გამოასწორებს იმ უზარმაზარ ზიანს, რაც უკვე მოგვაყენა ბიძინა ივანიშვილის ამ ანტისახელმწიფოებრივმა მცდელობამ, მაგრამ როგორც მინიმუმ, დაგვიცავს, რომ ეს რღვევა სახელმწიფო ინსტიტუტებისა არ გაგრძელდეს" - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა შეაჩერა. საქმის წარმოებაში მიღებას პლენუმის ცხრავე მოსამართლემ დაუჭირა მხარი. მუშაობის შეჩერებას კი ხმა 5-მა მოსამართლემ მისცა, ოთხი წინააღმდეგ წავიდა.

კომენტარები