ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა

ეროვნულ ბანკზე კანონში ცვლილებებს თავისუფალი დემოკრატები გაასაჩივრებენ

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს თავისუფალი დემოკრატები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, თუკი უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანს, ისინი ამას აუცილებლად გაასაჩივრებენ, რადგან ეს კანონი ანტისახელმწიფოებრივი იქნება და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას შეზღუდავს.

"ეს კანონი პრობლემას უქმნის საქართველოს სახელმწიფოს. აკნინებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და ქვეყნის ფინანსურ მდგრადობას", - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ.

საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებასთან დაკავშირებით, თავისუფალი დემოკრატები კვირის ბოლოდან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კონსტიტუციონალისტებთან აქტიურ კონსულტაციებს დაიწყებენ.

თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას მხარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც უჭერს.

კომენტარები