რუსთავი 2-ის საქმე

სესიაშვილი რუსთავი 2-ს: რიგ შემთხვევებში თქვენ უფრო არღვევთ ჩემს ინტერესებს

რუსთავი 2 საუბრობს იმაზე, იმ ფორმით და იმ სახით, რაც მას აწყობს და პოლიტიკურად სჭირდება. აქ ჩვენ მედიის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, აქ საქმე გვაქვს ბიზნესინტერესებთან. ერთი ადამიანი ითხოვს თავის წილს, სახელმწიფო აქ არაფერ შუაშია. მე მგონი, თქვენი სიტყვის თავისუფლებას მე არ ვზღუდავ, პირიქით, რიგ შემთხვევებში, თქვენ უფრო არღვევთ ჩემს, როგორც მოქალაქის თუ პოლიტიკოსის, ინტერესებს. მირჩევნია, რომ უფრო მეტი პროფესიონალიზმი იყოს, უფრო მეტი ეთიკური დამოკიდებულება იყოს მედიის მიმართ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები