ეს იყო პრეზიდენტისთვის გულის ტკენის მიზნით და ეს სწორი არ მგონია. პრეზიდენტის შეურაცხყოფა არ შეიძლება. ქვეყანას ისეთი პრეზიდენტები ჰყავდა, რომელიც შეიძლება ფრიადოსნები არ იყვნენ, მაგრამ ინსტიტუტის შეურაცხყოფა არ შეიძლება. ფრაქციამ უნდა უთხრას, რომ ეს არ არის სწორი ტონი. პრეზიდენტის ვეტო მისი უფლებაა, აბა, რისთვის არის ის კაცი. გაუგებარია მისი გაღიზიანება. სხვა გამოსვლაზე მეცინებოდა, მაგრამ აქ სად გავიცინო, არ ვიცი. ბოდიში შინაგანი მოთხოვნილებაა და როგორ შეიძლება ეს ვინმეს ასწავლო? კოლეგა ბოდიშს თვითონ მოიხდის, როცა საჭიროდ ჩათვლის.
tbl.ge/1id
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე - "ივანიშვილმა [საქართველოს პრეზიდენტს] სოროსელ ენჯეოშნიკს საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა".
ამავე თემაზე
- თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა
- ომბუდსმენის თქმით, მეჭიაური თანამშრომლების პოლიტიკურ დისკრიმინაციას ახდენდა
- მეჭიაური: პროექტებსაც განვიხილავთ ხოლმე კაპოტზე
- მეჭიაური: გჯერათ, იმხელა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვარ, ქართულ ოცნებას ვავიწროვებ?
- თიანეთის მერიის თანამშრომლები მეჭიაურის წინააღმდეგ - კაპოტზე ქეიფი მისაბაძად აქცია




