რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

პუტინის ყირიმში ვიზიტის გამო, უკრაინამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

AFP

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ყირიმში ჩასვლის გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. 

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს პროტესტს, 17 აგვისტოს, უკრაინასთან შეუთანხმებლად, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობის ყირიმში ვიზიტის გამო", - ნათქვამია ნოტაში.

რუსეთის პრეზიდენტი ყირიმში დღეს ჩავიდა. ვლადიმირ პუტინი მონაწილეობას მიიღებს ყირიმის რუსეთთან შემაერთებელი ხიდის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, ასევე გამართავს თათბირს რუსეთში ტურიზმის განვითარების შესახებ.

კომენტარები