რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

დანილოვმა ოკუპირებული ყირიმის გათავისუფლების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

ოლექსი დანილოვი
AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ანექსირებული ყირიმის გათავისუფლების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

დანილოვის თქმით, ყირიმის გათავისუფლების სტრატეგიის შემუშავებაში ჩართული არიან სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები და ექსპერტები.

გეგმა მოიცავს მოღალატეების, პროპაგანდისტებისა და ომის დამნაშავეების გამოაშკარავებას, ოკუპანტებთან თანამშრომლობის ინტენსივობის შესაბამისად, კოლაბორაციისთვის პასუხისგებას. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ყირიმში 2014 წლის შემდეგ ჩავიდნენ, მოუწევთ ტერიტორიის დატოვება. დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული უკრაინის მოქალაქეები და მორალური ზარალის გამო მიიღებენ კომპენსაციას.

რუსეთის მიერ მცდარი მითების გავრცელებისა და ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველად, დანილოვის ცნობით, სახელი გადაერქმევა ქალაქ სევასტოპოლს. ვინაიდან, ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსულ იდეოლოგიაში.

კომენტარები