რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

ემანუელ მაკრონმა რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლა დადებითად შეაფასა

ემანუელ მაკრონი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლას გამოეხმაურა. მაკრონის შეფასებით, პატიმრების გაცვლა გადამწყვეტი ნაბიჯია დიალოგის განახლებისთვის.

"ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი კონსტრუქციული დიალოგის განახლებისთვის, რომელიც მომდევნო კვირებში უნდა გაგრძელდეს", — განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი გერმანიასთან ერთად ნორმანდიული ფორმატის გააქტიურებას გეგმავს. აგვისტოს ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნორმანდიული ფორმატის ახალი შეხვედრა სექტემბერში იგეგმებოდა.

პატიმრების გაცვლის პროცესი დადებითად შეაფასა, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ტრამპმა ტყვეების გაცვლა მშვიდობისკენ გადადგმულ გიგანტურ ნაბიჯად შეაფასა.

დღეს, 7 სექტმებრს რუსეთმა და უკრაიანამ 35-35 პატიმარი გაცვალეს. გათავისუფლებულებს შორისაა რეჟისორი ოლეგ სენცოვი, 24 უკრაინელი სამხედრო მეზღვაური, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან გათავისუფლებულია რია ნოვოსტის უკრაინული ოფისის მთავარი რედაქტორი, კირილ ვიშინსკი და მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი ვოლოდიმირ ცემახი.

კომენტარები