საზღვრის გადმოწევა

დავით ბერძენიშვილი: ე.წ საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა

ტაბულა

ე.წ საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

ბერძენიშვილის თქმით, რუსეთს ოკუპირებული აქვს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მთლიანად და ეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში წერია. ბერძენიშვილის განმარტებით, ტერიტორია სადაც სასაზღვრო დადგეს სწორედ ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილია. მისი თქმით საუბარი საზღვრის გადმოწევაზე ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული შეგნებული ტყუილი ან არაკვალიფიციურობის შედეგია.

„საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს და სწორედ ამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი ხანდახან რამდენიმე ასეული მეტრით უახლოვდება გზატკეცილს" - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ამ ტერიტორიას. მისი განმარტებით, საოკუპაციო ზოლში არის ადგილები რომელსაც რუსეთი მავთულხლართით კეტავს, არის სხვა ადგილები რომელსაც მავთულხლართით არ კეტავს და ცდილობს ეს კოზირად გამოიყენოს.

კომენტარები