საზღვრის გადმოწევა

მთამსვლელები: რუსეთს ყაზბეგის რაიონში საზღვარი არ გადმოუწევია

გზაში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც მთამსვლელები ამბობდნენ, რომ რუსეთმა ყაზბეგის რაიონში საზღვარი გადმოსწია და დევდორაკის მარშრუტით მყინვარწვერზე ასვლას ვერ ახერხებდნენ. დღეს საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციამ განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ეწერა რომ რუსეთის საზღვარი ყაზბეგის რაიონში გადმოიწია. მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მყინვარწვერის დასალაშქრად საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება, რის გამოც უბრალოდ უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული" - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

იმ დღესვე შსს-ის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა, აღნიშნული ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ მთამსვლელის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.

მთამსვლელები მწვერვალზე ქართული ალპინიზმის დაარსებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ექსპედიციას გეგმავდნენ. 

 

კომენტარები