საზღვრის გადმოწევა

უკრაინა: საზღვრის გადმოწევა რუსეთის მცოცავი ანექსიის კიდევ ერთი დადასტურებაა

უკრაინა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას შორის დადებულ ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში წერია, რომ წითელუბანსა და ორჭოსანში საზღვის გადმოწევა რუსეთის მცოცავი ანექსიის კიდევ ერთი დადასტურებაა.

"საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე აგრესია თანამედროვე მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას არღვევს", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ უკრაინა გმობს მსგავს ქმედებებს, რომელიც რუსეთის მხრიდანაა ინსპირირებული და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს. ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ანექსიის წინააღმდეგ კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები