მსოფლიო ფასეულობათა კვლევა

WVS: გამოკითხულთა 63.1% მთავრობას არ ენდობა, პარლამენტს - 65.9%

World Values Survey

2014 წლის მსოფლიო ფასეულობათა კვლევის (World Values Survey) ახალი ტალღის შედეგების მიხედვით, ეკლესიებსა და რელიგიურ ლიდერებს ყველაზე მეტი - 87.1% ენდობა, მთავრობას - 31.5%, ხოლო არ ენდობა 63.1%. პარლამენტს ენდობა 29.3%, არ ენდობა 65.9%. საქართველოში კვლევა GORBI-მ ჩაატარა. გამოიკითხა 1202 სრულწლოვანი.

კვლევის შედეგებით, შეიარაღებულ ძალებს ენდობა - 77.8%, პოლიციას - 49.7%, ხოლო არ ენდობა 46.9%.

სასამართლოს მიმართ ნდობა 33.1%-ია, არ ენდობა - 57.6%. პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობა გამოკითხულთა 74.9%, ენდობა - 20.2%.

გამოკითხულთა 34.8% ბანკებს ენდობა, არ ენდობა - 60.7%. პრესას ენდობა 22.2%, ტელევიზიას - 27.6%,

ევროკავშირს ენდობა გამოკითხულთა 47.6%, არ ენდობა - 32.8,

დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის არსებობას ქვეყანაში ემხრობა 79.3%.

 

კომენტარები