მსოფლიო ფასეულობათა კვლევა

WVS: გამოკითხულთა 82.2%-სთვის ერთადერთი მისაღები რელიგია მისი რელიგიაა

World Values Survey

2014 წლის მსოფლიო ფასეულობათა კვლევის (World Values Survey) ახალი ტალღის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 97%-სთვის რელიგია მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც 1996 წლის მონაცემების მიხედვით, რელიგიას მნიშვნელოვნად 83.4% თვლიდა. საქართველოში კვლევა GORBI-მ ჩაატარა. გამოიკითხა 1202 სრულწლოვანი.

კითხვაზე - გწამს თუ არა ღმერთის, გამოკითხულთა 99.2% პასუხობს, რომ სწამს, არ სწამს - 0.7%-ს. ჯოჯოხეთის არსებობის სჯერა 66.7%-ს, არ სჯერა - 24.2%-ს.

როდესაც კონფლიქტი აღმოცენდება რელიგიასა და მეცნიერებას შორის - გამოკითხულთა 58.7% მიიჩნევს, რომ რელიგია ყოველთვის მართალია. 58.7. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 30%.

გამოკითხულთა 82.2%-სთვის ერთადერთი მისაღები რელიგია მისი რელიგიაა.

WVS-ის კვლევისვე მიხედვით, გამოკითხულთა 63.6% მიიჩნევს, რომ ბავშვმა რელიგიური რწმენა ოჯახიდან უნდა აითვისოს.

 

კომენტარები