მსოფლიო ფასეულობათა კვლევა

WVS: სხვა რელიგიის წარმომადგენელს არ ენდობა გამოკითხულთა 57.9%, ენდობა - 38.6%

World Values Survey

2014 წლის მსოფლიო ფასეულობათა კვლევის (World Values Survey) ახალი ტალღის შედეგების მიხედვით, სხვა რელიგიის წარმომადგენელს არ ენდობა გამოკითხულთა 57.9%, ენდობა - 38.6%. საქართველოში კვლევა GORBI-მ ჩაატარა. გამოიკითხა 1202 სრულწლოვანი.

გამოკითხულთა 99.1% ოჯახს ენდობა, სამეზობლოს - 85.7%, ხალხს, ვისაც პირადად იცნობენ - 78.5%, პირველად შემხვედრ ადამიანს - 16.2%.

გამოკითხულთა 52.6% სხვა ეროვნების წარმომადგენელს ენდობა, არ ენდობა - 43.9.

 

კომენტარები