ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში" აქვეყნებს.
ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს 9%, უარყოფითად - 22%, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 6%, ცუდად - 38%.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას კარგად აფასებს - 9%, ცუდად - 15%. შსს-ს მუშაობას დადებითად 11% აფასებს, უარყოფითად - 16%.
ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 43%, ცუდად - 9%. იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას კარგად - 26%, უარყოფითად - 11%.
განათლების სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს 21%, უარყოფითად - 13%. თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 14%, უარყოფითად - 11%.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს 16%, ხოლო უარყოფითად - 15%.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.