NDI-ის კვლევა

NDI: 90% აცხადებს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ფასები გაიზარდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 90% აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში ინფლაციის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. კვლევაში მონაწილეთა 8% მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო 1%-ის აზრით, გაუმჯობესდა.

ამასთან, გამოკითხულთა 56%-ის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა. 39%-ის შეფასებით, ვითარება არ შეცვლილა, ხოლო 3% ფიქრობს, რომ სიღარიბე შემცირდა.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი-19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოჰკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.3%.

კომენტარები