თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში სამოქალაქო კონტრაქტის პარტიის გამარჯვება მიულოცა.
"ჩემი ხალხის სახელით და პირადად, გულწრფელად გილოცავთ თქვენი ხელმძღვანელობით სამოქალაქო კონტრაქტის პარტიის სომხეთის რესპუბლიკაში 2026 წლის 7 ივნისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მიღწეულ წარმატებას და გისურვებთ წარმატებებს მთავრობის მესამედ ფორმირებაში," - წერია ერდოღანის მილოცვაში.
ერდოღანი აღნიშნავს, რომ ფაშინიანის ხედვა რეგიონში "გრძელვადიანი მშვიდობის" დამყარებას ხელს შეუწყობს.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სტრატეგიული ხედვა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების, ასევე ამ მიმართულებით აუცილებელი თანამშრომლობის უზრუნველყოფის შესახებ წარმატებით შესრულდება," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
"ამ შესაძლებლობით კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნას, ხოლო სომხეთის ხალხს - კეთილდღეობასა და ბედნიერებას," - წერია განცხადებაში.




