რაც შეეხება ალასანიას შეკითხვას, დამხვდა თუ არა მაგიდაზე მემორანდუმის ტექსტი, კი ბატონო დამხვდა, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა განსაკუთრებული დაგვხვდა. რა თქმა უნდა გარკვეული სამუშაო, ამას არავინ არ უარყოფს ჩატარებული იყო, თუმცა მემორანდუმი მე მინდა აღვნიშნო ცალსახად, რომ ეს არ არის რაიმე ხელშეკრულება, რაიმე ვალდებულებითი ძალის მქონე დოკუმენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა შეთანხმება იყო მიღწეული და ჩვენ ამ შეთანხმებას ვარღვევთ, როგორც არაერთხელ ითქვა მათი პარტიის წევრების მხრიდან.
tbl.ge/2u4
დაკოპირდა

განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა პირველ სტუდიაში საფრანგეთსა და საქართველოს შორის საჰაერო თავდაცვის შესახებ 2014 წლის 28 ოქტომბერს ხელმოწერილ მემორანდუმზე.
ამავე თემაზე
- "2021 წლისთვის საქართველოს ცა იქნებოდა დაცული" – ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე
- ბრიტანული დაზვერვა: მოსკოვში დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგეს
- ხიდაშელი საჰაერო თავდაცვაზე: ვგეგმავთ მეორე ხელშეკრულების ხელმოწერასაც
- ხიდაშელი: საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ კონტრაქტს ხელს მოვაწერ
- ჯანელიძე: საფრანგეთთან ხელმოწერილი მემორანდუმი არ არის ვალდებულებითი ხასიათის




