საჰაერო თავდაცვა

ხიდაშელი საჰაერო თავდაცვაზე: ვგეგმავთ მეორე ხელშეკრულების ხელმოწერასაც

მე არ შემიძლია გითხრათ, როგორც თავდაცვის მინისტრმა სრული პასუხისმგებლობით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დასრულებისას, როდესაც ეს ტექნოლოგია იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების ნაწილი, ჩვენი საჰაერო სივრცე იქნება იმაზე უფრო მეტად დაცული, უფრო სწორედ, იქნება დაცული, რაც დღეს პრაქტიკულად არ გვაქვს. ეს ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და უზრუნველყოფისთვის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიაა, რაც კი თანამედროვე მსოფლიოში არსებობს, ყველაზე ბოლო მოდელის ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ შევიძინეთ. მაგრამ, მე კიდევ გავიმეორებ, რომ ეს პროცესი არ დამთავრებულა, ჩვენ მხოლოდ პირველ ეტაპზე ვართ...ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და ძალაშია, შესაბამისად ახლა ჩვენ დავიწყებთ ისე, როგორც გრაფიკია გაწერილი, ფულის გადახდას და ისინი მოწოდებას... ჩვენ მეორე ეტაპზე ვგეგმავთ ასევე მეორე ხელშეკრულების ხელმოწერას, რაც იმ შესაძლებლობას გააჩენს, რომ განსხვავებით ხელშეკრულების მანამდე არსებული ვერსიებისგან, ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და სრულ კომპლექტაციამდე მივედით, რომ არანაირი ხარვეზი და დანაკლისი - დღეს ფინანსური პრობლემა გვაქვს და ამიტომ ეს დავაკელით, - აღარ იქნება. ანუ ჩვენ გავედით სრულ მოცემულობაზე, ყველაზე დიდ მოცემულობაზე. შემიძლია ვუთხრა იმ ადამიანებს, ვისაც კითხვები აქვს, 13 პროცენტით არის თუ 93 პროცენტით შესრულებული, სრული კომპლექტაციაა იმის, რაზეც შესაძლოა 2 წლის წინ არც კი ვფიქრობდით...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის საშუალებების შეძენის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა მოამბის ეთერში.

კომენტარები