საჰაერო თავდაცვა

ბრიტანული დაზვერვა: მოსკოვში დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგეს

რუსეთის დედაქალაქზე უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, მოსკოვში დამატები საჰაერო თავდაცვის სისტემები განათავსეს. ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური X გვერდი ავრცელებს.

"თავდაცვის დაზვერვის უკანასკნელი განახლება უკრაინაში ვითარების შესახებ:

  • განვლილ კვირებში რუსეთმა მოსკოვის გარშემო დრონებისგან თავის დაცვის მიზნით საშუალო მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემები განათავსა. დრონები მოსკოვს თითქმის ყოველდღე უტევენ.
  • 2023 წლის სექტემბრიდან მოსკოვში რუსული SA-22 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები შემაღლებულ ადგილებში განთავსდა
  • 2022 წლის დეკემბერში, ენგელსისა და რიაზანის ავიაბაზებზე დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთმა SA-22 ასევე მოსკოვის სამთავრობო შენობებზეც განათავსა". – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვაზე დაყრდნობით.

ბრიტანელი მზვერავების აზრით მოსკოვზე დრონებით არაერთი თავდასხმის შემდეგ ხელისუფლება ამ ნაბიჯით დედაქალაქის მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობს იმაში, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

 

კომენტარები