ფინანსთა მინისტრი

ხადური: ყველაფერი ცუდად არ არის. ბევრი რამ არის გაუმჯობესებული

მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისთვისაც დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა და ყველაზე კარგად ფინანსთა მინისტრმა იცის, რა ვითარებაა ქვეყანაში. იცის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსთა მინისტრია და ბევრი ინფორმაცია აქვს, არამედ იმიტომაც, რომ უშუალოდ აწყდება იმ რეალობას, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ბევრი რამ გაკეთდა ბოლო დროს. სამწუხაროდ, დღეს ჩანს მხოლოდ პრობლემები და არ ჩანს გაკეთებული საქმეები. ნამდვილად არ მინდა თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი ცუდად არ არის. ბევრი რამ არის გაუმჯობესებული. ცხოვრების დონეც კი, რომელზეც დღეს ყველა წუხს, ბოლო 2 წელიწადში, რეალურ მაჩვენებლებში მცირედით, მაგრამ გაზრდილია - 8%-ით.

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პალიტრა TV-ის გადაცემა ბიზნეს-PRESS-ში.

კომენტარები