IRI-ს კვლევა

IRI: გამოკითხულთა 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 23%-ით შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ხოლო 22%-ით მოიმატა მათმა რიცხვმა, ვინც ფიქრობს, რომ პირიქით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

კითხვაზე, ფიქრობთ, თუ არა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, კვლევაში მონაწილეთა 25% პასუხობს, "დიახ, სწორი", 55% - "არასწორი", ხოლო 20%-მა არ იცის.

აღსანიშნავია, რომ IRI-ის კვლევის დაწყების, 2004 წლის შემდეგ, ყველაზე ცოტა გამოკითხული პასუხობს დადებითად ("დიახ, სწორი მიმართულებით ვითარდება") აღნიშნულ კითხვას. 

კომენტარები