IRI-ს კვლევა

IRI: 73% მხარს არ უჭერს რუსების უვიზოდ შემოსვლას, საკუთრებისა და ბიზნესის რეგისტრაციას

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ქართული საზოგადოების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 73% მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლას, საკუთრების შეძენას და ბიზნესის რეგისტრაციას. 

ეს მაჩვენებელი 2023 წლის მარტში 79% იყო, ხოლო 2022 წლის სექტემბერში - 78%. 

შეკითხვაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით, შედეგები შემდეგნაირია:

  • მივესალმებით მათ ჩამოსვლას - 6%
  • მათ ვეგუებით, რადგან ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი არიან - 23%
  • გვირჩევნია, წავიდნენ - 23%
  • რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში შემოსვლის უფლება, სანამ არ დაგვიბრუნებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს - 42%

გამოკითხვა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუების ფორმატით ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა საქართველოს 1200-მა მოქალაქემ მიიღო. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია. 

კომენტარები