IRI-ს კვლევა

IRI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 26% არცერთ ტელევიზიას არ ენდობა

Shutterstock

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, რომელი ტელევიზიის სიახლეებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობიან ყველაზე მეტად, მოსახლეობის 26% იმედს, 12% მთავარ არხს, ხოლო 9% – რუსთავი 2-სა და TV პირველს პასუხობს.

ამასთან ერთად, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 26% არც ერთ ქართულ ტელევიზიას არ ენდობა, ხოლო 4%-ს კითხვაზე პასუხი ან არ აქვს, ან თავი შეიკავა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტობრამდე პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები შემთხვევით პრინციპით შეირჩნენ – ჯამში, გამოიკითხა საქართველოს 1200 მოქალაქე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია. 

კომენტარები