21 მარტის აქცია

პრემიერი: თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით

facebook.com/GaribashviliOfficial

დღეს, თავისუფლების მოედანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას პრემიერმინისტრი მანრეულში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გამოეხმაურა. პრემიერმინისტრის განცხადებით, თბილისში აქციის მონაწილეები ძალით და ფულით იკრიბებიან.

"თბილისში, რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით, ისინი მისტირიან წარსულს, ისინი მისტირიან ბოროტებას, ისინი მისტირიან არგანვითარებას. დღეს ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ვიზეიმოთ სიყვარული, ერთმანეთს კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ პატივისცემა.

სიყვარული დავუდასტუროთ ერთმანეთს, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. აი ეს არის მომავლის საქართველო და არა ის, რომ ზოგიერთი დესტრუქციული ძალები ცდილობენ ხელოვნურად შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის განვითარება. მაგრამ ჩვენ არც ერთ ძალას არ მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა რაიმე ფორმით შეფერხდეს", - განუცხადა პრემიერმინისტმა მარნეულში შეკრებილ მოქალაქეებს.

კომენტარები