უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

კახიძე: გვენეტაძე იყო კორუმპირებული, კონფორმისტული სასამართლოს წარმომადგენელი

საქართველოს სასამართლოს აქვს საკმაოდ ისეთი ისტორია - კომუნისტების დროს გასაგებია, რა სამართალიც მოქმედებდა ჩვენს ქვეყანაში; დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ეს იყო ერთ- ერთი ყველაზე კორუმპირებული სისტემა, სადაც მთავარი კონკურენცია იყო იმაში, თუ ვინ მოძებნიდა ნაცნობს ან ვინ გადაიხდიდა მეტ ქრთამს - ეს სისტემა არ ყოფილა სამართლიანი. საქართველოს სასამართლო ხელისუფლება იყო კონფორმისტული და კორუმპირებული შევარდნაძის დროს; შემდგომ ხელისფულების დროს, რომლის ნაწილი მე გახლდით, იყო კონფორმისტული, მაგრამ კორუმპირებული არ ყოფილა და დღეს ხდება, ასე ვთქვათ, რევანში და მოდის სასამართლოს ხელისუფლების სათავეში პირი, რომელიც იყო როგორც კორუმპირებული, ისე კონფორმისტული სასამართლოს თვალსაჩინო წარმომადგენელი. თვალსაჩინოში ვგულისხმობ იმას, რომ მან თავად გადაწყვიტა და სხვა მოსამართლეებს არ გამოუდიათ თავი კორუმპირებული რეჟიმის დაცვისთვის, ამ მოსამართლემ თავად გადაწყვიტა, რომ ეს ხმალამოღებულს დაეცვა.

იურისტი ოთარ კახიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები