დავით კირკიტაძის საქმე

დავით კირკიტაძე: დავბრუნდი რათა ყველა შეკითხვას ადგილზე გავცე პასუხი

ტაბულა

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე საქართველოში დაბრუნდა.

დავით კირკიტაძე აშშ სწავლა შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა. ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, ის გამოძიების კითხვებზე პასუხის გასაცემად დაბრუნდა.

„ჩამოვედი საქართველოში, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი და ეს გადავწყვიტე გავაკეთო აქედან, საქართველოდან და არა დისტანციურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასევე მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ამ კონკრეტული საქმის შემთხვევაშიც ყველა დარწმუნდება რომ საქმე გვაქვს უუნარო, არაკომპეტენტურ ხელისუფლებასთან, ხელისუფლებასთან რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისაკენ,“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ კირკიტაძეს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.  

გამოძიების ვერსიით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს "ავტოჰაუს-რუსთავი 2011"-ისა და შპს "ტიტანი 2011"-ის სასარგებლოდ.

კომენტარები