დავით კირკიტაძის საქმე

ვაშაძე: ამ ხელისუფლებას რომ შეეძლოს მთელ ოპოზიციას ჩასვამდა ციხეში

ხელისუფლებას სჭირს სრული პარანოია. წინა სხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა,რომ ყველა პარლამენტის წევრი მინდა ვნახო და ის ხალხი ვინც თავდებში დაუდგა, რომ დავრწმუნდე,  ესმით სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავდებისო. აი, მოვიყვანეთ ეს ხალხი ახლა არ ვიცი რას მოიგონებენ. ამ ხელისუფლებას რომ შეეძლოს მთელ ოპოზიციას ჩასვამდა ციხეში. რადგან ეს არის რუსეთის ფედერაციის თარგზე გამოჭრილი საოკუპაციო რეჟიმი

ამბობს ძალა ერთობაშიას ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძის საქმეზე. გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა კვლავ უცვლელია. შეგახსენებთ, რომ ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალი 353 პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას სამართალდამცავებას და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის, როდესაც ოპოზიციის წევრებს თელავში მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაუხერგეს.

კომენტარები